
24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ![]()
მომხდარს სოციალურ ქსელში ინფლუენსერი ნათია ცეცხლაძე ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
იგი იხსენებს ანრი ჯოხაძის კონცერტის დღეს, როდესაც კომპოზიტორი გაიცნო. მისი თქმით, მაშინ მივხვდი, რომ მის წინ იჯდა არა უბრალოდ დედა, არამედ ანრის ყველაზე ერთგული და უანგარო ფანი.
„ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ ამ ქალბატონზე… შარშან ანრი ჯოხაძის კონცერტზე მე და გუჯამ ბილეთები ვიყიდეთ. პირველ რიგში, პირდაპირ შუაში ავიღე ორი ადგილი — ანრის კარგად უნდა ვუყურო-მეთქი.რომ მივედით, ჩემს ადგილზე სხვა დამხვდა — ეს ქალბატონი და კიდევ ერთი ადამიანი მის გვერდით. ვკითხე, ხომ არ შეგეშალათ ადგილი-მეთქი, ეს ჩემი ნომერია. — არა, არ შემშლია — მიპასუხა. ვთხოვე, იქნებ ბილეთები გადაგემოწმებინათ, ეს ადგილი ჩემია-მეთქი… უცებ მეუბნება: — მე ანრის დედა ვარო… ძალიან მეზარებოდა დღეს წამოსვლა, მაგრამ ანრიმ გინდა თუ არა, უნდა მოხვიდეო იმ წამს ისე შემრცხვა, რომ ამდენ ხანს ვეკამათებოდი ჩემს ადგილზე. — დაჯექი, შვილო — მითხრა, გვერდით დამისვა და ანრიზე საუბარი დაიწყო. ისე თბილად იხსენებდა, ისე ამაყად და სიყვარულით აქებდა… მაშინ მივხვდი, რომ მის წინ იჯდა არა უბრალოდ დედა, არამედ ანრის ყველაზე ერთგული და უანგარო ფანი.დღეს ვნახე ანრის დადებული ფოტო, რომ დედა გაუფრინდა… მჯერა, დედები არ კვდებიან. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, სადაც არ უნდა იყვნენ.ამ ქალბატონს იმდენი სიყვარული და სიამაყე ჰქონდა გულში, რომ დარწმუნებული ვარ — ის სულ შენს გვერდით იქნება, ანრი. გაუფრთხილდით დედებს“, – წერს ნათია ცეცხლაძე. ![]()



