განადგურებულია ვენახები – სეტყვამ კახეთი დააზარალა, რა ხდება ადგილზე. – geonewest.com
ახალი ამბები

განადგურებულია ვენახები – სეტყვამ კახეთი დააზარალა, რა ხდება ადგილზე.

გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ერთოდა, კახეთის სამი სოფელი დააზარალა. სოფელ ხორხელში, იყალთოსა და რუისპირში 30%-მდე გაანადგურა ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული.

სეტყვის შედეგად დაზიანდა სოფელ იყალთოში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგებს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

Back to top button