
ახალგაზრდა ქალი, თამუნა გოდერძიშვილი გუშინ, 24 მარტს დაკრძალეს რუსთავში. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მასთან ერთად მოიწამლა მისი შვილი და მეუღლე, გიორგი საჩეჩელაშვილი. ისინი რუსთავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ფაქტი გურჯაანის სოფელ კარდენახში მოხდა, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილობრივები არ ადასტურებენ. მათი თქმით, ფაქტი რუსთავში მოხდა.
“დაკონსერვებული წიწაკები უჭამიათ და იმით მოიწამლნენ. თამუნა გარდაიცვალა. როგორც გავიგე, მისი ქმარი, გიორგი კლინიკაშია ინტოქსიკაციით. არ ვიცი რატომ ითქვა, რომ გურჯაანში მოხდა ეს ფაქტი. გურჯაანის სოფელ კარდენახიდან არის გიორგი საჩეჩელაშვილი, მან შეირთო ეს გოგო ცოლად, თამუნა არის რუსთავიდან და როგორც ვიცი, ფაქტი რუსთავში მოხდა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ჩვენ გურჯაანში კიდევ ერთ ადგილობრივთან გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, ისიც ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს ისინი გურჯაანის კლინიკაში შეიყვანეს.
“ითქვა, რომ თითქოს კარდენახში მოხდა ეს ფაქტი და ჯერ გურჯაანი ფიგურირებდა, რაც არ არის სიმართლე. აქ არ მომხდარა. რაც გავიგე, ოჯახი დროებით არ იყო კარდენახში. გიორგი არის კარდენახიდან…განაგრძეთ კითხვა



