ახალი ამბები

კაცი საბარგულიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა – სად მოხდა ტრაგიკული შემთხვევა?

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა თაიმსმა“ გამოაქვეყნა. 

Back to top button