
სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი არასრულწლოვანი.
დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, დანარჩენები კი კლინიკაში გადაიყვანეს – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყვო შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სასწრაფოს ბრიგადა.
შსს-ს მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



