
წყალტუბოში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც “მეგა ტვ”-ს წყარო უყვება გარდაცვლილი ქალბატონი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.
როცა ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ, სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილები.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: მეგა ტვ



