მე-9 კლასის მოსწავლე მოულოდნელად გარდაიცვალა – ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს – geonewest.com
ახალი ამბები

მე-9 კლასის მოსწავლე მოულოდნელად გარდაიცვალა – ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“სსიპ ქალაქ ოზურგეთის N 4 საჯარო სკოლა დიდ მწუხარებაშია…

რამდენიმე დღეა, ჩვენი პატარა ქალაქი შეაზანზარა თავზარდამცემმა ცნობამ- მოულოდნელად გარდაიცვალა თაკო ჭანუყვაძე, ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სიცოცხლით, ნიჭიერებით, ხალისით, სიყვარულით, სიკეთით სავსე გოგონა, მეგობრების სული და გული, სკოლის გამორჩეული აღსაზრდელი, ქვეყნის მომავალი ღირსეული შვილი…

სკოლის დირექცია და პედაგოგები თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button