ცნობილია საშინელ ავარიაში დაიღუპული პოლიციელი ქალის ვინაობა. – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია საშინელ ავარიაში დაიღუპული პოლიციელი ქალის ვინაობა.

ქა­ლაქ ყვა­რელ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი, 52 წლის პო­ლი­ცი­ე­ლი, ინგა (ნინო) ყა­ვე­ლაშ­ვი­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი წარ­მო­შო­ბით, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აფე­ნი­დან იყო და ყვარ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის დროს, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ცურ­და და მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

“ინგა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ყვარ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, უსაყ­ვარ­ლე­სი და უსათ­ნო­ე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ავა­რია ყვარ­ლის გა­სას­ვლელ­ში მოხ­და, ტრა­ი­ლე­რი მო­ცურ­და და ნი­ნოს მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა. მარ­ტო იყო და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ეს უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ყვე­ლას­თვის, არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვი­საც. მის ენოტს ეძი­ნა და მერე წა­ვი­და, არ ვი­ცით, სა­დაა, ცო­ცხა­ლია, თუ არა. სეს­ხი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი, ამით აუ­შე­ნა ძაღ­ლებს თავ­შე­სა­ფა­რი, მთელ თა­ვის შე­მო­სა­ვალს მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-გა­მოკ­ვე­ბას ახ­მარ­და.

შინ თუ ქუ­ჩა­ში ძაღ­ლე­ბი მას ელო­დე­ბი­ან, ეგ აპუ­რებ­და. სახ­ლში 33 ძაღ­ლი ჰყავს. მო­ხუ­ცი დედა ჰყავს, შვი­ლი დი­დია, გო­გო­ნა, შეძ­ლებს თა­ვის გა­ტა­ნას, მაგ­რამ სხვა და­ნარ­ჩე­ნი უპატ­რო­ნოდ რჩე­ბა. არ ვიცი, ეს ახალ­გაზ­რდა ქალი ამ­დენს რო­გორ ახერ­ხებ­და.

ნინო მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, ყვარ­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, პო­ლი­ცი­ის ეზო­შიც 7-8 ძაღ­ლი ჰყავს, ის უვ­ლი­და. ტრა­სებ­ზეც ეგ აპუ­რებ­და უამ­რავ ძაღლს, ერთ ყიდ­ვა­ზე 100 პურს ყი­დუ­ლობ­და… არ ვიცი, ახლა რა იქ­ნე­ბა, რა გვეშ­ვე­ლე­ბა.

ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმაა ჩვენ­თვის. ისე­თი მას­შტა­ბუ­რი იყო მისი საქ­მი­ა­ნო­ბა, შემ­ცვლელ­საც ვე­რა­ვის ვი­პო­ვით. დე­და­მისს ვინ მი­ხე­დავს, ან სახ­ლს, იპო­თე­კას, ამ­დენ ცხო­ველს… ადა­მი­ა­ნურ და­ნა­კარ­გზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ”.

ინგა (ნინო) ყა­ვე­ლაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო კარ­გად იც­ნობ­და, ის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც. ადა­მი­ა­ნებს ახ­სოვთ მისი ენო­ტი “ცაცუ”, რო­მელ­ზეც მონ­დო­მე­ბით ზრუ­ნავ­და. ჩვენს არ­ქივ­ში კი ინგა ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უც ინა­ხე­ბა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ბმულ­ზე – “აპ­რი­ლის ერთ სა­ღა­მოს, პა­ტა­რა ენო­ტი მოგ­ვად­გა, სა­წო­ვა­რა­თი ვცა­დე გა­მოკ­ვე­ბა, სამი დღე მაწ­ვა­ლა…” – ენო­ტი ცაცუ, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­თან და ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

წყარო: ambebi.ge

Back to top button