
ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეულში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულის მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმა, ლაშა ფანგანია. შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლით გადაადგილებისას ლაშა ფანგანი რესტორანში შევარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: რეგიონ News



