რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა – geonewest.com
ახალი ამბები

რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ევაკუატორის მძღოლი კი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დეფორმირებული მანქანიდან ცხედრის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის მობილიზება გახდა საჭირო.

Back to top button