
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მაშველის გარდაცვალების ფაქტზე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.
„ვიზიარებთ, ჯვარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, როსტომ ლუკავას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას… ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს.. ნათელში იყოს შენი წმინდა სული .”,- ვკითხულობთ პოსტში.
გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხა-ჯვარის გზის მონაკვეთზე მაშველი საკუთარი მანქანით ამოტრიალდა, რა დროსაც ერთი პირი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. უბედური შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გარდაცვლილს 5 წლის შვილი დარჩა.
წყარო: pnews .ge



