
უმძიმესი ავარია მოხდა გარდაბანში, კერძოდ სოფელ ბირლიკში, დღეს დილით BMW – ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგად ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი კი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს.
გლოვაა სოფელში, სადაც ტრაგედია დატრიალდა. სამი გარდაცვლილი ადგილობრივი

ხუთი ახალგაზრდაა გარდაცვლილი, სამი ჩვენი სოფლის ბირლიკის მაცხოვრებელი, მათ შორის ორი ძმაა. დანარჩენი – კიდევ ორი გარდაცვლილი საგარეჯოელია. ის ბიჭებიც ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. დიდი ტრაგედიაა. როგორ მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით – ძალიან მძიმე ავარიაა, BMW – ს მარკის მანქანით სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან ძალიან დიდ ხეს შეასკდნენ. სულ 6 ახალგაზრდა იჯდა მანქანაში. 5 გარდაცვლილია და ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საშინელი ამბავია, სამძიმარი ოჯახებს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი კალინინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნუშრავან მამედოვი.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ავარიის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაგვიდასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ რადგან ტრაგედია ახალი მომხდარია, დეტალებს არკვევენ.



