
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
“პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა, კონტაქტური იყო, გადაიყვანეს კლინიკაში”, – გვითხრა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.
წყარო: სამხრეთ კარიბჭე



