(ფოტო) მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო – 12 და 30 წლის ასაკში… – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი “ავღანელი გოგონას” ტრაგიკული ისტორია
უმრავლესობამ მისი სახელი არ იცის, მაგრამ მას იცნობენ როგორც “ავღანელ გოგონას” კაშკაშა მწვანე თვალებით და წითელი თავსაბურავით 1985 წლის National Geographic-ის ჟურნალის ყდიდან. ეს გოგონა, შარბათ გულაა, რომელიც ახლა უკვე ქალია…
ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სტივ მაქქარი ავღანეთსა და პასკისტანში 1984 წელს იმყოფებოდა. პაკისტანში, ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეულ ლტოლვილთა ბანაკში ფოტოჟურნალისტის ობიექტივში მწვანეთვალება, ომში დაობლებული და შეშინებული გოგონაც აღმოჩნდა.
გულა მაშინ 12 წლის იყო. ფოტო გავლენიანი ჟურნალის National Geographic-ის გარეკანზე 1985 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს, დასავლეთისთვის გოგონას სახე ავღანეთის სახედ იქცა. ფოტომ მაქქარის და გამოცემას უამრავი ჯილდო მოუტანა.
სტივ მაქქარი იხსენებს, რომ თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ფოტოსურათი ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. სტივი ფიქრობდა, რომ გოგონას ფოტო ბანაკში გადაღებული სხვა ბავშვების ფოტოებისგან არაფრით განირჩეოდა. ფოტორეპორტიორი 90-იან წლებში უშედეგოდ ცდილობდა შემთხვევით გადაღებული გოგონას პოვნას, თუმცა ეს ვერ შეძლო.
National Geographic-ის რედაქცია და ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში ცდილობდნენ გოგონას ვინაობის დადგენას, რომლის არც სახელი და არც გვარი იცოდნენ, წლების შემდეგ კი უკვე დაქალებული გულა იპოვეს…
2002 წლის იანვარში National Geographic-ის გუნდმა გულა მოძებნა. ის პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკიდან ავღანეთში დაბრუნდა 1992 წელს. ახალგაზრდა ქალმა გამოკითხვის შემდეგ გაიხსენა, რომ ბავშვობაში ფოტო გადაუღეს. სტივმა 30 წლის შარბათ გულას იმავე სტილში გადაუღო ფოტო, როგორც 18 წლის წინ. ქალს ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო – 12 და 30 წლის ასაკში…
შარბათ გულამ პირველად სწორედ მაშინ ნახა თავისი ბავშვობის ფოტო. ქალმა არც იცოდა, რომ მსოფლიო უკვე დიდი ხანია იცნობდა.
“მისი სახე შეცვლილი იყო, მაგრამ თვალები – მაშინვე ვიცანი”, – იხსენებს ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფთან შეხვედრამდეც და მის შემდეგაც, ყველაზე ცნობილმა ავღანელმა გოგონამ საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო. მას შემდეგ რაც, საბჭოთა კავშირმა ავღანეთი დაბომბა, გულას ოჯახი – მამა, ძმა და სამი და პაკისტანში მთების გავლით ჩავიდნენ და დევნილთა ბანაკში დასახლდნენ 1984 წელს.
შარბათ გულა არასრულწლოვნობაში დაქორწინდა, 15 წლამდე ასაკის და 1992 წელს ავღანეთში დაბრუნდა ახალ ოჯახთან ერთად. 2012 წელს ახალგაზრდა ქალი დაქვრივდა – მისი მეუღლე ც ჰეპატიტით გარდაიცვალა. გულას სამი გოგონა ჰყავს. მეოთხე ქალიშვილი ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა. შარბათი იმედოვნებს, რომ მისგან განსხვავებით, გოგონები მაინც შეძლებენ სწავლა-განათლების მიღებას.
2016 წელს შარბათ გულა პაკისტანში დააპატიმრეს ყალბი დოკუმენტების გამო. ქალს 15-დღიანი პატიმრობა და ავღანეთში დეპორტაცია მიუსაჯეს. მისი დაპატიმრება მკაცრად გააკრიტიკა “ამნესთი ინთერნეიშენელმა”.
ავღანეთში დეპორტირებულ გულას და მის შვილებს ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ განი და ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი შეხვდნენ.
ავღანეთის ხელისუფლების ინიციატივით, 2017 წლის დეკემბერში შარბათ გულას 280 კვ. მეტრის ბინა აჩუქეს ქაბულში. ეს მისი პირველი საცხოვრებელი იყო წლების განმავლობაში…
ინფორმაციის წყარო: allnews.ge