
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი დაარტყა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მოზარდი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგონას თავის ტვინის შერყევა აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.



