ახალი ამბები

მანქანა ველოსიპედს დაეჯახა, დაშავებული უგონო მდგომარეობაშია – რომელ ქალაქში მოხდა მძიმე შემთხვევა?

ქალაქ ოზურგეთში პიკაპი ველოსიპედისტს დაეჯახა.

დაშავებული ველოსიპედისტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა.

“პაციენტს უტარდება ყველა საჭირო პროცედურა. მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა”, _ გვითხრეს კლინიკა “მედალფაში”.

ცნობილი ხდება, დაშავებული ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაშია.

წყარო: “გურია ნიუსი”

Back to top button