ახალი ამბები

„მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან” – რას შეეჯახა დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა, რასაც ტრაგედია მოჰყვა?

ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული, რომლის სიცოცხლისთვის მედიკოსები იბრძვიან. 

ასე დასრულდა სოფელ გაჭედილთან უმძიმესი ავარია, როდესაც ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა – ნიკა ფა­ი­ლო­ძე და ლე­ვან ბე­რიშ­ვი­ლი – დაიღუპნენ.

“ახალგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი, შემზარავი ტრაგედია ტრიალებს. მესამე დაშავებულის გადასარჩენად ექიმები ახლაც იბრძვიან” ,- ამბობს ადგილობრივი.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button