
ადვოკატი ნუცა თოფურია 12 წლის წინ გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით შსს-ის განცხადებას ეხმიანება.
“მინდა გამოვეხმაურო შსს-ს ოფიციალურ განცხადებას. მე პირადად ვახლდი თან სოფო ბიბილაშვილს გამოკითხვაზე და მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ტარიელ კაკაბაძემ და მისი გუნდის არცერთმა წევრმა არ იცოდნენ წინასწარ იმის შესახებ, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე დაიდებოდა პოსტი. ასევე არც სოფო ბიბილაშვილმა არ იცოდა ზუსტად რა როდის ან ვის მიერ დაიდებოდა.
დღემდე ჩვენი გუნდი ინარჩუნებდა კოლეგოალურობას საგამოძიებო ორგანების მიმართ! ვცდილობდით ერთობლივი ძალებით მიგვეღწია შედეგისთვის. მაგრამ ეს მეტისმეტია!
მოვუწოდებ საგამოძოებო ორგანოებს გაავრცელონ მხოლოდ სიმართლე!!!”- წერს ნუცა თოფურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, “გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები.”



