
🔻💬 “ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა… 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს” | ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას:
💬 “სალონში ყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. ასე თქვეს. მაგიც არ დამინახია მე. შოკში ჩავვარდი, ამივარდა ტირილი შიშისგან…”
💬 “გავიგონეთ ტყვიის ხმა, 7-8 ტყვია გავარდა… შიშისგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. ვინ ისროლა, არ ვიცით, გაიქცა და ვსო… ცოლი და ბავშვი აგერ სალონი რომაა, იქ იყვნენ, იცდიდა და მოხდა ამფერი ამბავი. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში,მუცელში, კისერში და რავიცი…”
🔻 შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. სროლის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიჭრა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა
🔻 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
📷 აჭარის ტელევიზია



