ახალი ამბები

ცნობილია სენაკში მეზობლის მიერ მოკლული ქალის ვინაობა

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ზანაში, შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მოკლული 45 წლის თეა ხარ­გე­ლი­აა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ, კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ბრალდებულის დაკავება მალევე მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button