
შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, საუბედუროდ მშობიარობას გადაჰყვა. გლოვობენ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგოს ახლობლები.
“თავზარდაცემულები ვართ, თიკო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და ბავშვები გარდაიცვალნენ. მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. შოკირებულები ვართ მომხდარით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს ლამაზი ოჯახი, არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო იყო, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, უნდა გაეხარა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ეს უბედურება მოხდა. მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ. ახლა ტყუპებს ელოდებოდა. სხვას ვერაფერს გეტყვით” – ამბობს ახლობელი.
წყარო: ambebi.ge



