ახალი ამბები

სამარშუტო ტაქსიდან ჩავიდა და გზის კვეთისას მანქანამ დაარტყა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავარია სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი ამბები კახეთიდან

Back to top button