
ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ? – ამის შესახებ მლეთაში, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების მეოთხე დღეს სკანერის მეშვეობით ვერ მოხდა ვერაფრის აღმოჩენა, თუმცა დღეს დილიდან მიუვალი ადგილების უკეთ მოსაკვლევად მოხდება მძიმე ტექნიკის შეყვანა.
ვიდეო: “TV პირველი”



