
რუსთავში ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. “ინფო რუსთავის”ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს “ჰონდას”, “ბეემვესა” და “ფორდის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
სასწრაფოს ექიმებმა ერთერთ მძღოლს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ინფო რუსთავი



