ახალი ამბები
ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა….ვინ არის ახალგაზრდა კაცი რომელსაც ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის” ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა.
ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.
წყარო: tia.ge