
საფრანგეთში 20 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ავრცელებს:
“გლოვობს ჩვენი სკოლა.საფრანგეთში მე-2 საჯარო სკოლის აღზრდილი, 20 წლის ათუკა გეწაძე გარდაიცვალა.
ძნელია მასზე წარსულში საუბარი, სულით მაღალსა და ხორცით ძლიერ ვაჟკაცს მოერია ურთულესი სენი, მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა, ღმერთთან ყოფნა ურჩევნოდა, ის ხომ სიყვარულის ბიჭი იყო, თბილი, გულში ჩამწვდომი საუბარი იცოდა, დინჯად, სერიოზულად დადიოდა.
ალბათ, ზეცას კიდევ სურდა ანგელოზი დღეს მიწიდან?! ჰოდა ,მივიდა ის ანგელოზი, რომელსაც ათუკა ერქვა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებთ.
ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ამ მზისგულა ვაჟკაცს იცნობდა” – წერს სკოლა



