ახალი ამბები

საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – სად მოხდა საზარელი შემთხვევა და რა დეტალებია ცნობილი?

13 აგვისტოს, დილით, გაგრის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში, საკუთარი სახლის ეზოში, მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ აფხაზეთის “გენერალური პროკურატურა” იუწყება.

გარდაცვლილი რუსლან ძიაფშიპაა.

მომხდარზე გაგრის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებზე აღძრა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად, ასევე დამნაშავის იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით.

Back to top button