ახალი ამბები

მანქანა ბავშვს დაეჯახა – მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. სად მოხდა შემთხვევა?

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე „ჯიპის“ მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს დაეჯახა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს და არსებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

Back to top button