(ვიდეო) ”ვიტირე, რა ბედნიერი იყო…” – თბილისში ვიდეოს გადაღების დროს გოგონა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა. სუსტი გულისებმა ვიდეო არ ნახოთ…
თბილისში, რესპუბლიკის მოედანთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელიში, რუსი ტურისტი გოგონა ჩავარდა და გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ ჯგუფი ,,ქალაქის პრობლემები” ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და ფოტო/ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, ახალგზარდა გოგონა ვიდეოს იღებდა, რა დროს გადასასვლელის ჯებირზე ფეხი დაუცდა და გადავარდა.
ტელეგრამარხის SHOT -ის ინფორმაციით, არინა გ. თბილისში მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად ჩამოვიდა. ისინი თბილისის ქუჩებში სეირნობდნენ, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. არინა მეგობარს უღებდა, რა დროსაც მოაჯირი ვერ შენიშნა და გადავარდა.
მეგობარმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ექიმებმა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქალას ძირის მოტეხილობა დაუდგინეს. გოგონა გასულ პარასკევს გარდაიცვალა.