ახალი ამბები

რას წერს ზაალ ლატარია გარდაცვლილ ქალიშვილზე.

ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…” – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია, რომელსაც 26 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.

ზაალ ლატარია, საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ზაალ ლა­ტა­რია ტრა­გე­დი­ის დროს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ო­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მან ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შე­ი­ტყო.

“ვა­ი­მე, შვი­ლო, მოვ­დი­ვარ, მამა!.. შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე… შვი­ლი აღარ მყავს” -ეს სი­ტყვე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ სამ­ხედ­რო ზაალ ლა­ტა­რი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო.

როგორც Palitravideo-ს წყარო უყვება ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

“ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა… მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა… დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში,” – უყვება Palitravideo-ს წყარო.

Back to top button