ახალი ამბები

რიკოთზე ავარიას ორი მეგობარი ემსხვერპლა – ცნობილი გახდა მათი ვინაობა და ავარიის დეტალები

რი­კოთ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ბე­ტო­ნის ჯე­ბირს და­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი და პო­ლი­ცია. მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბავ­შვი და ქალი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გვი­ამ­ბობს, მან­ქა­ნა­ში სულ 4 ადა­მი­ა­ნი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შაკო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი და დათო კო­ბა­ხი­ძე. ისი­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

“ამ სა­ში­ნელ ავა­რი­ას შე­ვეს­წა­რით, რი­კო­თის უღელტეხილზე ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო. “ფი­ტის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯე­ბირს იყო შე­ჯა­ხე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მძღო­ლი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, გვერ­დზე ვინც იჯდა ის მა­მა­კა­ცი თა­ვი­დან გონ­ზე იყო, მან­ქა­ნი­დან ის ფაქ­ტის შემ­სწრე გამ­ვლელ­მა ბიჭ­მა გად­მო­იყ­ვა­ნა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ალ­ბათ გო­ნე­ბა­ზე იყო, მერე გა­ი­თი­შა და გარ­და­იც­ვა­ლა. მან­ქა­ნა­ში სულ ოთხი ადა­მი­ა­ნი იჯდა, სამი სრულ­წლო­ვა­ნი და პა­ტა­რა ბავ­შვი, ქალი და ბავ­შვი გა­დარ­ჩნენ. კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი,” – განუცხადა “კვირის პალიტრას” თვითმხილველმა.

Back to top button