გურჯაანში, ბოლო ზარის კოლონის მანქანა ტრაილერს შეეჯახა – არიან დაშავებულები – geonewest.com
ახალი ამბები

გურჯაანში, ბოლო ზარის კოლონის მანქანა ტრაილერს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან.

სოფელ ახაშნის სკოლის ბოლო ზარის კოლონაში მყოფი ოპელის მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ერთი მათ შორის, მეათე კლასის მოსწავლეა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა პირველადი სამედიცინო შეფასებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წინანდალი-ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

Back to top button