ახალი ამბები

ეკლესიაში მიმავალ ქალს მანქანა დაეჯახა, სად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და როგორია ქალის მდგომარეობა?

გურჯაანში ქვეითად მოსიარულე 80 წლის ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ეკლესიაში მიმავალი ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა. მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. 

კლინიკის მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილმა თქვა, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოცემა წერს, რომ ქალს თავის არეში აქვს მიღებული დაზიანება  და ხერხემლის მალა აქვს მოტეხილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Back to top button