
„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. რითი იყო მიყენებული და სად ჰქონდა [ტრავმა] – სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ იქნება დასკვა” – ამის შესახებ “ხეჩინაშვილის” სახელობის კლინიკის ექიმმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა, ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვანის შესახებ საუბრისას განაცხადა.
შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
„დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა”,- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.



