ახალი ამბები
32 წლის კაცი მშენებლობის დროს მიწაში ჩაიმარხა – სად და როდის დატრიალდა ტრაგედია?
უბედური შემთხვევა შიდა ქართლში – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სტადიონის მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მასამ მოიყოლა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: resonancedaily. com