ახალი ამბები

ცნობილია სავარაუდო მიზეზი რატომ დაიწყო კონფლიქტი რაც მკვლელობით დასრულდა.

გავრცელე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფი­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­თხე დაჭ­რილს, ის ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას გას­რო­ლი­ლი ტყვია მოხ­ვდა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულს, ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, მან და­კა­ვე­ბი­სას და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, რად­გან უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბა:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ოთხი პირი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლებს შო­რის 2 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ოთხი­ვე მათ­გა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულ­მა და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. და­კა­ვე­ბი­სას ბრალ­დე­ბულ­მა ხე­ლის თი­თებ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

Back to top button