როგორ გადაარჩინა ჯარში მყოფი ბიჭი წერილმა, რომელიც შეყვარებულის გამოგზავნილი ეგონა
ანა 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა მშობლიურ ქალაქში. სწორედ ეს დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მან სკოლა დაამთავრა.
გამოსაშვები საღამოსა და ატესტატის აღების შემდეგ, ანა რაც შეიძლებოდა შორს წავიდა ამ ნაცრისფერი ქალაქიდან, ის მამისა და დედინაცვლისგან გაიქცა. ანა ვერ იტყოდა, რომ მისი დედინაცვალი ბოროტი იყო, ან სძულდა გოგონა.
სოფია საერთო ჯამში ცუდი ადამიანი არ ყოფილა, გერს ცუდად არ ექცეოდა, მაგრამ გოგონა მაინც ვერ ეგუებოდა იმას, რომ 15 წლის ასაკში, როცა დედა მოუკვდა, მამამისმა დიდხანს არ ატარა ქვრივის სტატუსი და რამდენიმე თვეში მოიყვამა სახლში ახალი დიასახლისი.
ანამ ვერ შეძლო დედინაცვალთან საერთო ენის გამონახვა და საბოლოო ჯამში, მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ… როცა გოგონამ ეს ქალაქი დატოვა, მამა ზოგჯერ ჩადიოდა მის სამახავად, მაგრამ ყოველთვის მარტო, ცოლი თავს არიდებდა მასთან ერთად წამოსვლას.
როცა ანა მამას ურეკავდა და ტელეფონს სოფია პასუხობდა, არასდროს ეკითხებოდა გოგონას, თუ როგორ ჰქონდა საქმეები და სულ ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაეცა ყურმილი ქმრისთვის.
რატომღაც ისე გამოვიდა, რომ ანას ქმარი, ირაკლი კარგად ეწყობოდა ქალს და როცა ბაბუასთან შვილიშვილები მიდიოდნენ არდადეგების გასატარებლად, სოფიას ბავშვებიც სულ ისე ექცეოდნენ, როგორც ნამდვილ ბებიას.