
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს თოფურიამ 70.3 კგ დააფიქსირა, ხოლო ოლივეირას წონა 70.08 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 70.3 კგ-ია.
წონა დააფიქსირა არმან ცარუკიანმაც (70.3 კგ), რომელიც საჩემპიონო ბრძოლის რომელიმე მონაწილეს შეცვლის, თუ ისინი გარკვეული მიზეზით ოქტაგონზე გასვლას ვერ შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ილიასთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ბრძოლა იქნება კარიერაში , როგორც ცნობილია, UFC‐მ უკვე დაადასტურა, რომ ილია თოფურიამ UFC 308-ზე მაქს ჰალოუესთან ბრძოლისთვის $3.9 მილიონი , ახლა კი იგივე თანხას ილია ოლივეირასთან წაგების შემთხვევაშიც მიიღებს, მაგრამ თუ მოიგო ამ თანხას დაემატება სხვადასხვა ბონუსები და სავარაუდოა რომ ქართველის ანაზღაურება 5 მილიონამდეც კი ავიდეს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან ქამარი თებერვალში საკუთარი ნებით დათმო და განაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებდა.
28 წლის ქართველი მებრძოლი ოლივეირასთან ბრძოლას დაუმარცხებელი ხვდება. შერეულ ორთაბრძოლებში მან 16 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.
შეხვედრა საქართველოს დროით კვირას გამთენიისას შედგება.
მომზადებულია 1tv.ge-Sport მიხედვით