ახალი ამბები

სკვერში, საბავშვო საქანელებთან ახალგაზრდა კაცის ცხედარი აღმოაჩინეს – სად მოხდა შემთხვევა და ვინ არის გარდაცვლილი?

გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კაცი რუსეთის მოქალაქეა

ადგილობრივებმა მას დღეს მიაგნეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ უფრო დიდი ხნის გარდაცვლილია. წინასწარი ინფორმაციით, კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. 

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა.

მთავარი ამბები კახეთიდან

Back to top button