ქორწილში დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა-სად მოხდა საზარელი ამბავი? – geonewest.com
ახალი ამბები

ქორწილში დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა-სად მოხდა საზარელი ამბავი?

მარნეულში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება — პოლიციამ სპეციალური ოპერაციის შედეგად 11 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები 20 წლის უმრუთ ბაირამოვის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და საგამოძიებო პროცესს აფერხებდნენ. შემთხვევა, სავარაუდოდ, ქორწილში დაწყებულ სიტყვიერ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც მოგვიანებით სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ვიდეომასალა სახელდება. კადრების მიხედვით, ქორწილში მყოფ ახალგაზრდებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, რომელიც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მარნეულის ცენტრში გაგრძელდა. გამოძიების ვერსიით, დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით 30 წლამდე მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა — მისი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის შესაძლო მოტივად პირადი ურთიერთობები განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთ ახლო ურთიერთობაში იყო პატარძალთან, რაც კონფლიქტის მიზეზად სახელდება.

დაკავებები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად განახორციელეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი საგამოძიებო ორგანოებთან არ თანამშრომლობდა, ნაწილი კი განზრახ აძლევდა ცრუ ჩვენებებს, რათა საქმე ჩიხში შესულიყო.

Back to top button