
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დედამ ბავშვი დააძინა, მეზობელთან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი ბავშვი გადავარდნილი დახვდა. როგორც „ტვ პირველს“ ეუბნებიან, ახალგაზრდა ქალი ყირგიზიეთიდან არის, ის ბათუმში, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობდა.
ფაქტს ადატურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
წყარო: resonancedaily. com



