
სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულები ,,ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. გურია ნიუსის” ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.




