ახალი ამბები

ავარია ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა – დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნები

 ცოტა ხნის წინ, კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს” შსს-ში უთხრეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობდეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

Back to top button