
კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სატვირთო ტრაილერი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“ტვ პირველის” ფოტო.
კახეთის გზატკეცილზე ტრაილერისა და ავტობუსის ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა



