
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში. ინფორმაციას გურია NEWS-სი ავრცელებს.
შემოქმედის მხრიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა წითელმთაში გზიდან გადავარდა, ერთ-ერთი მოსახლის ღობე გაანგრია და ეზოში შევარდა.
“ოზურგეთის მედალფას კლინიკაში 4 ახალგაზრდა მამაკაცია შეყვანილი ასაკით 18- დან 23 წლამდე, მათ დაჟეჟილობები და მცირე ტრავმები აღენიშნებათ. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ”,_ განაცხადა “გურიაTV”-სთან კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები სოფელ მაკვანეთიდან არიან.



