რა გადაცემას წაიყვანს “რუსთავი 2-ზე” დაბრუნებული ნიკა არაბიძე და რას ამბობს კეზერაშვილის ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ? – “მე პირადად ძალიან დამღალეს რა…”
იკა არაბიძე “რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. იუმორისტი შოუს პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “ფორმულაზე“ “კომედი შოუს” პროექტები დაიხურა. მათ შორის აღმოჩნდა “ნიკა არაბიძის“ შოუც, რომლის უკანასკნელი გადაცემა ეთეში 30 დეკემბერს გავიდა. იუმორისტი “ამბებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ წლების წინ ძალიან განიცადა მშობლიური არხის დატოვება.
„ჯერჯერობით მარტო მე დავბრუნდი “რუსთავი 2“-ზე და მომავალში, რა როგორი იქნება, არ ვიცი. “ღამის შოუს“ ფორმატის იქნება ეს გადაცემა და მე და ბატონი პაატა გულიაშვილი ერთად წავიყვანთ.
თავის დროზე, როდესაც “რუსთავი 2“-ზე აღარ ვიყავით, ძალიან მტკივნეულად გადავიტანე. დაბრუნების შემდეგ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახე, ყველას ძალიან გაუხარდა, მიხარია, რომ ასე დამხვდნენ“.
– თქვენ რას აბრალებთ “ფორმულაზე” გადაცემის დახურვას, რეიტინგის პრობლემა იყო?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ვიცი, მე პირადად ძალიან დამღალა რა და ცვლილებების დრო იყო.
– რუსთავი 2-ზე პოლიტიკაზე იხუმრებთ?
– ზუსტად ვერ გეტყვით, რა როგორ იქნება, მაგრამ რატომაც არა, არ გამოვრიცავ, რომ ასეც იყოს.
ambebi.ge