ახალი ამბები
რა ინფორმაცია ვრცელდება 15 წლის მოზარდზე, რომელმაც ხაშურში იმშობიარა
ხაშურში 15 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა.
არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
“გოგონამ ბავშვი გუშინ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილისში გადაიყვანეს”- განუცხადა წყარომ “მოზაიკას”.
გამოცემის ცნობითვე, გოგონა არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის.