ახალი ამბები
სასწრაფოდ-ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა – ბოლო ცნობები ადგილიდან
ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზასა“ და „ბათუმი მოლის“ ტერიტორია თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალქეებს 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს.არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განხორციელდა.