“20 დღის მანძილზე 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, სასიკვდილო დოზაა” – 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე “რესპუბლიკურის”ექთანს პატიმრობა მიუსაჯეს – საშინელი დეტალები
20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავებოდა.
ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების ყოფილი უფროსიც.
მისი სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა ჩანიშნული.
20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კო*ონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.
გარდაცვლილის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარა. ისინი წამლების ზედოზირებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ამავე ექსპერტიზის დასკვნით, სასიკვდილო დოზაა.