
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.ფედერაციის ცნობით, ტრაგიკულად დაიღუპა პირველი ვიცეპრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის შვილიშვილი – მარიამ გიორგაძე.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის – მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრაგიკული შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლიც შაკო აფრიდონიძე ემსხვერპლა.